გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთსა და აჭარაში 4 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის სახერხი საამქროები გამოვლენილია ყვარლის, ახმეტისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. უწყების ცნობით, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წელს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით, 52 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.