პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა. გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.