ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ჰამასის შესაძლებლობების გასანადგურებლად შეიარაღებული ძალების მთელ ძალას გამოიყენებს. მისი თქმით, „ჰამასმა“ დაიწყო სასტიკი და ბოროტი ომი, რომლის სამიზნე უდანაშაულო ახალგაზრდები და მოხუცები არიან. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი გაიმარჯვებს, მაგრამ ფასი მძიმე იქნება. როგორც ის აღნიშ „ჰამასს“ სურს ჩვენი ყველას დახოცვა. ისრაელის პრემიერი მოუწოდებს ღაზას სექტორის მცხოვრებლებს, გაეცალონ ტერიტორიას, რადგან ისრაელი მთელი ძალით იმოქმედებს. „ძლიერად ვიძიებთ შურს ამ შავი დღისთვის“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.