საქართვერლოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების პარტნიორულ დონეზე გადასვლასა და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზე კონფერენციაზე- პატარა ქვეყნები ცვალებად მსოფლიოში - იმსჯელეს. კონფერენციას საქართველოს პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომლებიც ღიად საუბრობენ ჩინეთის საგარეო პოლიტიკასა და რისკებზე, რომელსაც პატარა ქვეყნები ჩინეთთან ურთიერთობაში აწყდებიან. ოპოზიცონერი დეპუტატებისთვის ბევრ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია. მმართველი პარტია კი ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობის მნიშვნელობაზე საუბრობს.