მოაგროვებს თუ არა ქართული ოცნება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 დეპუტატის ხმას - საკონსტიტუციო სასამართლო საბოლოო დასკვნას რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს ამის პარალელურად კი აქტიურად განიხილება პროცესების საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელების საკითხიც. სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესზე ოპოზიციაში აზრი ორად არის გაყოფილი. ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობაზეც საუბრობს და აცხადებს რომ შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის მოსყიდვაც კი მოხდეს. თავისმხრივ მმართველი გუნდის წარმომადგენლები ფიქრობენ რომ რაიმე სახის ვაჭრობაზე საუბარი უბრალოდ აფსურდულია.