ინდოეთში, ჰიმალაის მთებში წყალდიდობას, სულ მცირე, 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 150-მდე პირი. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ინდოეთის მეტეოროლოგიურ დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ძლიერმა ნალექმა მყინვარული ტბის ადიდება და კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. როგორც მედია წერს, აღნიშნულ რეგიონში ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი სტიქიური კატასტროფაა.