აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს უმასპინძლა. პრეზიდენტების რანგში ლიდერები ერთამნეთს პირისპირ პირველად შეხვდნენ. მედიის ცნობით, მხარეებმა საერთო პრობლემები და უკრაინის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. როგორც მოგვიანებით გერმანიის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ორივე ქვეყანა მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას და მის გვერდით დგანან ომის დაწყების დღიდან.