მმართველი გუნდი პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებს გეგმავს. კერძოდ იზრდება პარლამნეტის ვიცე- სპიკერების რაოდენობა. გარდა ამისა, იცვლება თანამდებობის პირების არჩევისა და მათი გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესიც. რეგლამენტში შესატან ცვლილებებს უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკოსების მხრიდან. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება პარლამენტის რეგლამენტში და რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან.