საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი და მის გარშემო მიმდინარე პროცესები პოლიტიკურ სივრცეში ისევ აქტიურად განიხილება. ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ პარლამენტში 100 დეპუატატის ხმა მოაგროვოს. მათი ნაწილი ქართული ოცნების მხრიდან მოსყიდვის შესაძლო შემთხვევებს არ გამორიცხავს. თუმცა პააატა მანჯგალაძე მიიჩნევს , რომ გამარჯვების პლატფორმიდან არავინ გამოჩნდება ისეთი ვინც პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს დაუჭერს.