ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არსებული გამოწვევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა. გამოცემა Times of Israel-ის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანის დაიღუპა, 500-ზე მეტი კი დაშავდა.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ისრაელში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თუმცა, უწყების თქმით, კონტაქტი გრძელდება. ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა ფუნდამენტალურმა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა სრულმასშტაბიან ომშია. მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც.