ისრაელი ომშია და ჩვენ გავიმარჯვებთ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმების შემდეგ თავის პირველ საჯარო გამოსვლისას განაცხადა.
„ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ, და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“, - აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუს განცხადებით, მან ისრაელის სამხედროებს „დასახლებული ტერიტორიების მათში შეჭრილი ტერორისტებისაგან გაწმენდა“ დაავალა.
„ამავდროულად, ბრძანება გავეცი რეზერვის ფართო მობილიზების შესახებ“, - დაამატა მან.