საბანკო სექტორში არსებულ ვითარებაზე და სამომავლო გეგმებზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბანკირებთან შეხვედრაზე ისაუბრა. შეხვედრას ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი, სოსო ფხაკაძეც ესწრებოდა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები ქვეყნის მოსახლეობისთვის და მათი დასაქმებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.