რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო და არსებობს თუ არა იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანის შანსი. მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, იმპიჩმნეტის საკითხი იქნება ტესტი, რომელიც წარმოაჩენს იმას, უჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლას. ამავდროულად, ოპოზიციაში გაურკვევლობაა - ხელისუფლების ოპონენტები ამ დრომდე ვერ თანხმდებიან, თუ ვინ აპირებს იმპიჩმენტისთვის ხმის მიცემას და ვინ არა. ამ თემაზე უფრო ვრცლად ჩემი კოლეგა, მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.