გარემოს დაცვის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ საფრანგენთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ კლერმონ-ფერანში მეცხოველეობის გამოფენა გახსნა, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ოთარ შამუგია საფრანგეთის რესპუბლიკის სოფლის-მეურნეობისა და სურსათის მინისტრს, მარკ ფენოს შეხვდა. გამოფენის გახსნამდე, საქართველოს შესახებ კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც ქართველ მწარმოებლებთან ერთად დარგის ფრანგი წარმომადგენლები ესწრებოდნენ.