საქარეთველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან წამოწყებული პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი არის უდროო და ის ასევე ევროინტეგრაციასთან შეუთავსებელია. პაველ ჰერჩინკის გარდა, აღნიშნულ პროცესს ოპოზიციაც აკრიტიკებს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული პროცესი პრეზიდენტის ინსტიტუტის დამორჩილებას ისახავს მიზნად.