რუსეთმა ახალი თაობის ბირთვული იარაღი გამოსცადა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა.
“ჩატარდა “ბურევესტნიკის” ბოლო წარმატებული გამოცდა - გლობალური მანძილის ფრთოსანი რაკეტის ბირთვული სისტემით, ბირთვული ძრავის სისტემით,” - განაცხადა პუტინმა.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ მოსკოვი არ გმორიცხავს ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში პირველი ბირთვული აფეთქების შემცველი ტესტის ჩატარებას.
ამასთან, პუტინის თქმით, უახლოეს მომავალში “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო კომპლექსი საბრძოლო მზარდყოფნაში ჩადგება.
“ფაქტობრივად დავასრულეთ “სარმატზე” - ზემძიმე რაკეტაზე - მუშაობა. კითხვა იმაშია, რომ წმინდად ადმინისტრაციულად-ბიუროკრატიულად გვჭირდება ზოგიერთი პროცედურის დამთავრება", - განაცადა პუტინმა.