პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, მხარი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს. რომ საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული ცვლილებები დაამტკიცა. ხელისუფლების ოპონენტები მმართველი პარტიის მხრიდან რეპრესიული ღონისძიების გატარებაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ცვლილებების შინაარსი ევროპული კონვენციის საწინააღმდეგოა. მათივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში მსგავსი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ არსებობს.