სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში განხილვის მთავარი თემაა. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია გამიზნულად დაარღვია. მათი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციას ყველა, მათ შორიის მაღალი თანამდებობის პირები იცავდნენ. პოლიტიკოსებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გამართულ სხდომებზეც ისაუბრეს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოს ევროინტეგრაციას შეაფერხებს. მათი შეფასებით, მმართველი პარტია პარლამენტში 100-ს ხმას ვერ შეაგროვებს.