აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების ალტერნატიული დაფინანსების შესაძლებლობას განიხილავს იმ ფონზე, როდესაც წარმომადგენელთა პალატაში ამ კუთხით პრობლემები არსებობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტო ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების (FMS) პროგრამის გამოყენება.
ეს არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა, რომელიც გასცემს გრანტებს ან სესხებს, რათა დაეხმაროს პარტნიორ ქვეყნებს იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში ქვეყნის პრეზიდენტის ოფიციალური თანხმობით, თუ ის თვლის, რომ ეს გააძლიერებს აშშ-ს უსაფრთხოებას და ხელს შეუწყობს მსოფლიო მშვიდობას.
ცნობისათვის, გამოცემა Politico-მ, ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დასახმარებლად, შეიძლება აშშ-ის სამხედრო გაყიდვების პროგრამა გამოიყენოს.