აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტეხასის შტატში მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს. ადმინისტრაციამ 32 კილომეტრიანი სასაზღვრო ბარიერის აშენების გადაწყვეტილება მიგრაციის ტალღის გაზრდის გამო მიიღო. BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები მკვეთრად გახშირდა. მხოლოდ მიმდინარე წელს მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთით აშშ-ში 245 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი მოხვდა.