რუსულმა ძალებმა ხარკოვში, კუპიანსკის რაიონის სოფელ გროზაში სამოქალაქო ობიექტი დაბომბეს, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა 48 ადამიანი. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ცეცხლი კაფესა და მაღაზიას გაუხსნეს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილებს შორის 6 წლის ბავშვია. დაშავებულია სულ მიცრე 6 ადამიანი.