ესპანეთის ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც ევროპის 45 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ევროპული ქვეყნების ლიდერები კონტინენტის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა რუსეთ-უკრაინის ომის ფარგლებში აშშ-ის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ომში მყოფ ქვეყანას უწევს. სამიტს ესწრება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. მან ევროპის ქვეყნებს უკრაინის ხმარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, რუსეთი, შესაძლოა, 2028 წელს სხვა ქვეყნებს თავს დაესხას