შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას სასაზღვრო პოლიციის უფროსი, საპატრულო პოლიციის, ადმინისტრაციის, გენერალური ინსპექციის, სტრატეგიული კომუნიკაციების, ადამიანური რესურსების მართვის, შიდა აუდიტის, ოპერატიული უზრუნველყოფის და საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტების დირექტორები დაესწრნენ. ვახტანგ გომელაურმა დანაყოფების ხელმძღვანელი პირებისგან კვარტალური ანგარიშები მოისმინა, გაეცნო მათ მიმდინარე და სამომავლო გეგმებს.