სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს" ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. გიორგი მელაძის განცხადებით, საკუთარი საქმიანობის ღალატად წარმოჩენა მისთვის შეურაცხმყოფელია, ამიტომ ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით ის სასამართლოში სარჩელს შეიტანს. “კანვას საქართველოს” დირექტორის განმარტებით ორგანიზაციის ლექციები არაძადობრივი სტრატეგიული კამპანიების დაგეგმვას ეხება და სუს-ის ბრალდებები აბსურდულია. ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ გიორგი მელაძეს და მას გაუთქმელობის ხელწერილისთვის ხელი არ მოუწერია, დაკითხვის შინაარსზე საუბარი არ შეუძლიათ. უფლებადამცველის შეფასებით, ამ პროცესის მთავარი მიზანი უმნიშვნელო თემებზე ყურადღების გადატანა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ურთიერთობების დაზიანებაა.