ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერის“ ასლან ბჟანიას განცხადებით, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. ბჟანიამ თბილისთან ურთიერთობაზეც ისაუბრა. ფაქტს გამოხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედებები საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონების უკანონო ლეგიტიმაციისაკენ მიმართულ მორიგ პროვოკაციულ მცდელობას წარმოადგენს. კიდევ რაზე ისაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა და რა პასუხი აქვთ მმარტველ პარტიაიში ბჟანიას განცხადებაზე, ნახეთ ცარო კირვალიძის სიუჯეტში.