საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად უპრეცედენტო სხდომა იმართება. მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. პროცედურულად ეს საბოლოო სხდომაა. ამის შემდეგ 9 მოსამართლისგან შემდგარ კოლეგიას გადაწყვეტილების გამოსატანად 1„ თვიანი ვადა ექნება, თუმცა შესაძლებელია დასკვნა დღესვე მომზადდეს. რა კითხვები და პასუხები გაჟღერდა ამ დრომდე ისტორიულ პროცესზე ჩვენი სიუჟეტიდან გაიგებთ.