თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ორგანიზაცია “კანვას საქართველოს” დირექტორი დაკითხეს. გიორგი მელაძის განცხადებით სამოქალქო არეულობის სავარაუდო დაგეგმის ფაქტზე მისი დაკითვხვა შეურაცხმყოფელია. მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერა მოსთხოვეს, რასაც ხელი არ მოაწერა. გიორგი მელაძე სახელმწიფოსგან მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით სარჩელის შეტანას გეგმავს. სუს-ის ინფორმაციას სამოქალაქო არეულობის სავარაუდოდ დაგეგმის შესახებ ეხმაურებიან პოლიტიკოსებიც.