უკრაინაში ჩვენ შევწყვიტეთ აღელვება სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველ დღეებში, ფიქრობ, ჩვენთვის ღელვა უკვე გვიანია, - ასე უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთში, მედიის შეკითხვას შეშფოთებულია თუ არა ის უკრაინისთვის დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებით იმ ინფორმაციით, რომელიც შეერთებული შტატებისგან მოდის.
ზელენსკის მტკიცებით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს მან ჯო ბაიდენისგან უკრაინის სრული მხარდაჭერის გარანტიები მოისმინა.
„მე ვიყავი ვაშინგტონში, შევხვდი პრეზიდენტ ბაიდენს, მოვისმინე თეთრი სახლის მხრიდან ასპროცენტიანი მხარდაჭერის შესახებ და კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერის შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ახლა შეერთებულ შტატებში რთული საარჩევნო პერიოდია ამიტომ სხვადასხვა ხმა ისმის და „ზოგიერთი ხმა ძალიან უცნაურია“.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილების მისაღებად ესპანეთში იმყოფება.