დასავლეთ აფრიკაში კაკაოს უიმედო მოსავლის გამო, შოკოლადის ფასმა მსოფლიოში შესაძლოა, კიდევ უფრო მოიმატოს. Bloomberg-ის ცნობით, მხოლოდ გასულ წელს კაკაო 47%-ით გაძვირდა, რაც კოტ დიუვარსა და განაში, რომლებიც მსოფლიო მიწოდების 2/3-ს ქმნიან, უამინდობამ და მცენარეულმა დაავადებებმა განაპირობა. ე.წ. El Ninio, საქმეს კიდევ უფრო ართულებს და ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გლობალური დეფიციტის საწყისები იკვეთება. აღსანიშნია, რომ შოკოლადის უმსხვილესმა მწარმოებლებმა უკვე გააფრთხილეს მომხმარებლები ფასების მოსალოდნელი ზრდის შესახებ. ნიუ-იორკის კაკაოს ფიუჩერსებმა 12-წლიანი მაქსიმუმი აჩვენეს სექტმებრის შუა რიცხვებში და 1979 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია, თუმცა მას შემდეგ მცირედით დაიკლო. გაძვირება განაპირობა წვიმებისა და სასუქის გაძვირების შედეგად მოსავლის დაზიანებამ დასავლეთ აფრიკაში. ბაზარზე არსებული მდგომარეობა უკვე აისახა მიწოდების ჯაჭვზე საერთაშორისო მასშტაბით. ქარხნებმა შეამცირეს კაკაოს გამოყენება სხვადასხვა პროდუქტში, ფასების ზრდა კი მოთხოვნის კლებას იწვევს. სამომავლო ვითარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი მოსავალი იქნება განასა და კოტ დიუვარში. მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი, მეტ-ნაკლებად, ფუფუნების საგანს წარმოადგენს და მასზე ფასის ზრდა მოთხოვნის კლებას აუცილებლად არ ნიშნავს, გაძვირება მაინც გამოიწვევს მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას.