ეგრეთ წოდებული კარვების კანონი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო, პოლიტიკურ სივრცეში შეფასებების საგანია. როგორც ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისათვის რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება ჩარჩოებში მოაქციოს. ისინი ხელისუფლებას თვითნებობაში ადანაშაულებენ და ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ პოლიციელებს ამ კანონის მიღებით უფრო მეტი თავისუფლება მიანიჭა.