საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი და მის გარშემო მიმდინარე პროცესები კვლავ განხილვის მთავარი საკითხია. როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები ვარაუდობენ, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები საზოგადოებას კიდევ ერთხელ გამოაფხიზლებს. მათი თქმით პრეზიდენტის იმპიჩმენტის არანაირი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვარაუდობენ რომ შესაძლოა ოპოზიციური პარტიებიდან გამოჩნდნენ ისეთი პოლიტიკოსები რომლებიც მმართველ პარტიას პრეზიდენტის უფლება-მოსილების შეჩერებაში დაეხმარებიან . კონსტიტუციონალისტი ვახუში მენაბდე კი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, თუმცა ზურაბიშვილის იმპიჩმენიტს არ მიესალმება. მისი თქმით საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების გატარებისკენ იყო მიმართული.