მშვიდობით ჩემო საყვარელო ამერიკელი მწერლისა და კრიტიკოსის რეიმონდ ჩენდლერის დეტექტიური ჟანრის რომანია. წიგნის ორიგინალი 1940 წელს გამომცემლობის, Alfred A. Knopf-ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ინგლისურ ენაზე გამოიცა.
წიგნის მთავარი გმირი ფილიპ მარლოუ კერძო დეტექტივის სრულიად ახალი ტიპია: რომანტიკოსი, სენტიმენტალური რაინდი, ზოგჯერ ცინიკოსიც, მაგრამ ღირსების კოდექსს არასოდეს ღალატობს. მიუხედავად იმისა , რომ თავგადასავლებს სულაც არ ეძებს, ხიფათი თავად პოულობს მას. ასე ხდება მარტის ერთ დღესაც, როცა ერთ ტანმაღალ ადამიანს შეახსენებს, რომ სასმელში ფული გადაიხადოს.ცოტახანში მათი გზები ისევ გადაიკვეთება, რადგან ორივე ერთსა და იმავე ქალს ეძებს რომელიც უგზო უკვლოდ დაიკარგა.მწერლის სრული სახელი და გვარი რეიმონდ ტორნტონ ჩენდლერია, ის 1888 წლის 23 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში , ჩიკაგოში დაიბადა. მწერალმა კლასიკური განათლება დულვიჩის კოლეჯში მიიღო , რომლის დასრულების შემდეგ მცირე ხანს სახელმწიფო სამსახურში იმუშავა, შემდეგ კი პრესას მიაშურა , მაგრამ ჟურნალისტის რანგში დიდი წარმატებებისთვის არ მიუღწევია. რამდენიმე ხნის შემდეგ პროფესიის შეცვლა გადაწყვიტა, საბუღალტრო კურსები დაამთავრა და მუდმივი სამსახურის იშოვა. 1917 წელს პირველ მსოფლიო ომში გაემგზავრა. ომიდან დაბრუნების შემდეგ კვლავ ბუღალტრობას დაუბრუნდა და ნავთობკომპანიაში დაიწო მუშაობა და კომპანიის ვიცე პრეზიდენტიც გახდა , თუმცა ალკოჰოლიზმის და გაცდენების გამო სამსახურიდან დაითხოვეს.
ჩანდლერი თავის სარჩენად ისევ კალამს მიუბრუნდა – ოღონდ ამჯერად დეტექტიური მოთხრობებისა და რომანების წერა დაიწყო. მისმა წიგნებმა მალე მოიპოვა დიდი წარმატება. 1954 წელს მეუღლის სიკვდილის შემდეგ ჩანდლერი გამუდმებით მარტო იყო, რამაც კლინიკურ დეპრესიამდე მიიყვანა. ისევ სმა დაიწყო, 1955 წელს თვითმკვლელობა სცადა. 1959 წელს პნევმონიით დაავადდა და ჰოსპიტალში გარდაიცვალა.მწერალმა წიგნზე მუშაობა 1939 წლის ივნისში დაიწყო და 6 თვეში დაასრულა. თუმცა თავდაპირველი ვერსია არ მოეწონა და ტექსტი მთლიანად გაანადგურა. ახალ ვერსიაზე მუშაობას მალევე შეუდგა და 1940 წლის შემოდგომაზე დაასრულა ნამუშევარი.
ცნობილია , რომ მწერალმა წიგნი „ მშვიდობით ჩემო საყვარელო“ მისი მოთხრობების "სცადე გოგონა", "მანდარინის ნეფრიტი" და "კაცი, რომელსაც ძაღლები მოსწონდას" მიხედვით დაწერა.
რეიმონდ ჩენდლერმა ჯამში შვიდი რომანი დაწერა , მათგან ექვსი კი ეკრანიზებულია სხვა და სხვა დროს, მათ შორის „მშვიდობით ჩემო საყვარელო“.
წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2022 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და ამ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.