საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს . მინისტრმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა ორგანიზაციის კრიტიკული როლი და მნიშვნელობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან, კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასთან და ნდობის აღდგენის პროექტებთან დაკავშირებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესსა და მიღწეულ შედეგებს.