მოსკოვის სასამართლომ რუსეთის პირველი არხის ყოფილ თანამშრომელს 8 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მარინა ოვსიანიკოვა ცნობილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე გახდა. 2022 წლის მარტში, მან პირდაპირი ეთერის დროს „ვრემიას“ სტუდიაში ანტისაომარი ბანერი გაშალა, რომელზეც ეწერა, რომ პროპაგანდას არ უნდა დაუჯერონ. ოვსიანიკოვა ამ დრომდე გერმანიაში იმყოფება.