ცოტა ხნის წინ პარიზში ბალენსიაგამ 2024 წლის ზაფხულის კოლექცია წარადგინა. 2024 წლის ახალი კოლექციის ჩვენება დემნას დედამ გახსნა და მისმა პარტნიორმა ლოიკმა დახურა. დემნას ოჯახურს შოუს, არ დასწრებია მისი ძმა გურამ გვასალია, რომელელთანაც ბოლო რამოდენიმე თვეა ცუდი ურთიერთობა აქვს.
"ვამაყობ, რომ ბალენსიაგას შოუ დედამ გახსნა. ძალიან სამწუხაროა, რომ არ დამპატიჟეს, რათა პირადად მენახა. ვლოცულობ ჩემი ძმის სულისთვის. ღმერთმა დალოცოს იგი", — წერს გურამ გვასალია ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ Vetements-ის აღმასრულებელმა და შემოქმედებითმა დირექტორმა, გურამ გვასალიამ, New York Times-თან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც დემნას კარიერული მიღწევებისა და მასთან ურთიერთობის შესახებაც რამდენიმე კომენტარი გააკეთა.
"ჩემი ძმა ჩემზე 6 წლით უფროსია. როცა მე მეორე კლასში ვიყავი, ის მერვეში იყო. გარკვეული შესაძლებლობები მან ცხოვრებაში უფრო ადრე მიიღო. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, სად ვარ მე ახლა და სად იყო ჩემი ძმა ჩემს ასაკში, ვფიქრობ, რომ მასზე გაცილებით წინ ვარ", — ამბობს გურამ გვასალია დემნას შესახებ.
"ვფიქრობ, რომ ჩემი ძმა ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მთელი რიგ საკითხებთან დაკავშირებით მე განსხვავებული მიდგომა მაქვს. მისი ეპოქა ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, ახლა ჩემი დროა. ჩემს ძმას უკვე დიდი სახელი აქვს და ჩემს ცხოვრებაში მისი არსებობა კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა. არ არის საკმარისი, რომ უბრალოდ კარგი ვიყო. მჭირდება, რომ ძალიან კარგი ვიყო", — დასძინა გურამ გვასალიამ.
ასევე უნდა აღინიშნოს რომ 10 თვის წინ ბალენსიაგას გარშემო განვითარებული სკანდალის შემდეგ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა, დარჩებოდა თუ არა დემნა მოდის ბიზნესში. თუმცა vogue-ს რედაქტორმა ანა ვინტურიმ, ფრანსუა პინომ და არაერთმა გავლენიანმა ადამიანმა დემნა არ დათმო რამაც ამინდის ცვლილება განაპირობა მოდის სფეროში. ასევე გახმაურებული შოუსთვის, ვარსკვლავები კვლავაც ატარებენ მის უახლეს კოლექციებს და გავლენიანი მედია გამოცემები, The New Yorker, Vogue, Le Monde და სხვები გასული თვეების განმავლობაში, დემნას პიროვნებასა და შემოქმედებას მოცულობით სტატიებს უძღვნიან, ახსენებენ მკითხველს თუ რატომ იყო დემნა 2022 წელს Time-ის 100 ყველაზე გავლენიან ვარსკვლავს შორის ერთადერთი დიზაინერი.
ფაქტია დემნა გვასალიამ ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი, რადგან ამხელა სკანდალის შემდეგ, მის ჩვენებას დაესწრო ყველა ცნობილი სახე და ამ 10 თვის განმავლობაში არ ჰქონია ფინანსური კრიზისი, რადგან ყველა ისევ უწყვეტან ყიდულობდა მის ტანსაცმელს. ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის ძალიან მკაცრი და უკომპრომისსო მოდის სფეროდან დიდი მხარდაჭერა, რისი მადლიერიც დემნა უნდა იყოს და ალბათ ასეც არის.