ეშმაკი ატარებს პრადას 2006 წლის კომედიური დრამა რომელიც მოდის მოყვარულებისთვის, ერთ-ერთი ტოპ ფილმია. კინოსურათი წარმოადგენს ლორენ ვეისბერგერის 2003 წლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას. ფილმის რეჟისორია დევიდ ფრანკელი, ხოლო პროდიუსერი - ვენდი ფაინერმენი. ჰეთუეიმ ახალგაზრდა ჟურნალისტისა და ასისტენტის, ენდი საქსის როლი შეასრულა, სტრიპი კი ჟურნალ Runway-ის რედაქტორის, მირანდა პრისტლის როლს ირგებს. ფილმმა სტრიპს ოსკარის ნომინაცია მოუტანა.
ახლაკი Albie-ის დაჯილდოებაზე ენ ჰეთუეიმ და მერილ სტრიპმა ყველასთვის საყვარელი ეშმაკი ატარებს პრადას გამოსვლიდან 17 წლის შემდეგ ნამდვილი მირანდა პრისტლისეული შეხვედრა მოაწყვეს.
ჰეთუეის ვერსაჩეს მწვანე კაბა ეცვა და ვერცხლის სამკაულები ეკეთა, სტრიპს კი ოქროს თვლებით გაფორმებული შავი სვიტრი. ფოტოგრაფებმა მსახიობები მაშინ დააფიქსირეს, როცა ერთმანეთს თბილად გადაეხვივნენ.