იტალიაში, ვენეციის მახლობლად სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა და 18 დაშავდა მას შემდეგ, რაც ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტობუსი გზიდან გადავიდა და სარკინიგზო ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება.დაშავებულებს შორის 5-ის მდგომარეობა მძიმეა. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია. ერთ-ერთი ვერსიით, ავტობუსის მძღოლი, 40 წლის იტალიელი, რომელიც დაღუპულთა შორისაა, ავარიამდე შეუძლოდ გახდა.
მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.