აზერბაიჯანმა მთიანი ყარაბაღის სამი ყოფილი ე.წ. “პრეზიდენტი” დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, აზერბაიჯანმა დააკავა და ბაქოში გადაიყვანა არაიკ არუთუნიანი, რომელიც 2020-2023 წლებში მთიანი ყარაბაღის ე.წ. “პრეზიდენტი” იყო.
ასევე დაკავებულია არკადი გუკასიანი, რომელიც მთიანი ყარაბაღის ე.წ. “პრეზიდენტი” იყო 1997-2007 წლებში, და ბაკო სააკიანი, რომელსაც ე.წ. “პრეზიდენტის” თანამდებობა 2007-2020 წლებში ეკავა. ასევე დაკავებულია სეპარატისტული საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი დავით იშხანიანი.