საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები რამდენიმე ევროკომისრებთან გამართა. მაღ შორის ეკონომიკის, მართლმსაჯულების, კრიზისის მართვისა და დემოგრაფიისა საკითხებში კომისრებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.
შეხვედრებზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპასთან დაახლოების გზაზე, როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ დონეზე გადადგმულ ნაბიჯებს.