“შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, ქართული ოცნების მიერ მომზადებულ ცვლილებებს, პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს. მმართველი გუნდი აქციების დროს, კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით,
ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. ამ ნორმების დარღვევა დაჯარიმებას ან 500
15 დღიან პატიმრობას გამოიწვევს. ოპოზიციის, სამოქალაქო აქტივისტებისა და არასამთავრობო სექტორის შეფასებით, კანონს ხელისუფლება ოპონენტების დევნისთვის გამოიყენებს. მმართველი პარტია კი განმარტავს, რომ ცვლილებების მომზადების საფუძველი სუსის მიერ, სამოქალაქო არეულობის შესახებ, 18 სექტემბერს გაკეთებული განცხადება გახდა. ქართული ოცნება გამოძიებას ელოდება, თუმცა კანონით პრევენციულ ზომებს იღებს.