პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოში თავის წარმომადგენლებს მადლობას უხდის. სასამართლო პროცესს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის წერს, რომ მისმა
წარმოამდგენლებმა გაუძლეს ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას. სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თამარ ჩუგოშვილმა და მაია კოპალეიშვილმა აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტი ღირსეულად დაიცვეს.