ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკოგის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში თავდასხმა მოხდა. სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა. BBC-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი 14 წლის მოზარდია. თავდასხმის მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს გამოძიება. შემთხვევას ტაილანდის პრემიერ-მინისტრი სრეტა ტავისინი გამოეხმაურა. მომხდარის გამო მან ღრმა მწუხარება გამოთქვა.