სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირება განახორციელა და მისი გადაწყვეტილებების შესრულების პირობა დადო. სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მტკიცებით, სომხეთის რესპუბლიკა აპირებს მიმართოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აზერბაიჯანისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, კერძოდ, 2022 წლის სექტემბრის მოვლენებთან და სხვა ეპიზოდებთან დაკავშირებით. სომხეთის გადაწყვეტილებას არაკორექტულს უწოდებს რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი. მისი თქმით რუსეთს არ სურს, რომ ვლადიმირ პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა მოუწიოს.