პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ე.წ.ლ ,,დირსის დასახლებაში“ სხვადასხვა მესაკუთრისგან ბინები დაიქირავეს, აღნიშნული ქონება საკუთრებად გაასაღეს და დაზარალებულებს მიგირავებას დაპირდნენ, ამ მიზნით მოტყუებით ართმევდნენ თანხებს და ეუბნებოდნენ, რომ აღნიშნული ბინები იპოთეკით უკვე დატვირთული ჰქონდათ, რისი მოხსნის შემდგომაც, თითქოსდა მათთან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებებს გააფორმებდნენ. აღნიშნული ქმედებით ბრალდებულები ოთხი დაზარალებულის კუთვნილ 123 540 ლარს თაღლითურად დაეუფლნენ. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.