სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს დემოგრაფიისა და დემოკრატიის საკითხებში, დუბრავკა შუიცას შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას. მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯები და მიღწეული შედეგი გააცნო. მხარეებმა ისაუბრეს რეფორმების გატარებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხზეც.