4 დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ავტომობილების ხილულ გამონაბოლქვზე მონიტორინგი მკაცრდება. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ამ ქალაქებში სულ 10 ეკიპაჟი ჰყავს მობილიზებული. აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში მოძრაობა ,,ჩემი ქალაქი მკლავს" ხელმძღვანელებმა 30 000-ზე მეტი მოქალაქის ხელმოწერის საფუძველზე შეიტანეს. რამდენად საშიშია ხილული გამონაბოლქვი გარემოსა და საზოგადოების ჯანმრთელობისთვის და უფრო კონკრეტულად რას მოიცავს ახალი რეგულაციები, ნახეთ ცარო კირვალიძის მიერ მომზადებულ სიუჟეტში.