მმართველმა გუნდმა მიულოდნელად გადაიფიქრა შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პლენარულ სხდომაზე განხილვა, თუმცა პლენარული სხდომის გარდა ცვლილებები ორმა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით უკვე განიხილა. ოპოზიცია საკმაოდ კრიტიკულად აფასებს დაგეგმილ ცვლილებებს და აცხადებენ რომ რეალურად ეს ე.წ.ი რუსული კანონის გაგრძელებაა. მმართველი გუნდი კი აფსურდულს უწოდებს საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებს. პოლიტიკური განცხადებების პარალელურად კი დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს. რა შეფასებები კეთდება საკითხის ირგვლივ მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.