მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. ცვლილებები ორმა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით უკვე განიხილა. ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს დაგეგმილ ცვლილებებს და აცხადებს რომ რეალურად ეს ე.წ რუსული კანონის გაგრძელებაა. მმართველი გუნდი კი საპარლამენტო ოპოზიციის შეფასებებს აფსურდულს უწოდებს. პოლიტიკური შეფასებების პარალელურად დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა დაგეგმილი ცვლილებები გააპროტესტეს. რა შეფასებები კეთდება საკითხის ირგვლივ