უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირში აუცილებლად გაწევრიანდება, თუმცა ეს დროის საკითზია. ზელენსკის თქმით, უკრაინა ლიდერია იმ ღირებულებების დაცვაში, რომელსაც ევროპის ერთიანობა ეყრდნობა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, რომელთანაც უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისა და ფერმერების მხარდაჭერის საკითხები განიხილა.