ისტორიულ პროცესამდე- საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასმართლო პოლიტიკური დებატების ეპიცენტრი გახდება. ხელისუფლებაში აცხადებენ რომ ბრალდების მხარე სალომე ზურაბიშვილის გამართლებისთვის რელევანტურ არგუმენს ვერ მოიფიქრებს, რადგან პრეზიდენტმა კონსტიტუციის 52-ე მუხლი არაერთხელ დაარღვია. კონსტიტუციონალისტ ვახუშტი ხმალაძის შეფასებით კი, საქართველოს პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. მისივე განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლო სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კანონმდებლობის დარღვევას დაადგენს, პრეზიდენტის უფლებამოსილების შეწყვეტა ვერ მოხდება რადგან, მმართველ პარტიას პარლამენტში 100 ხმის მოგროვება არ შეუძლია. ხმალაძის აზრს იზიარებს დავით ბერძენიშვილიც. მისი თქმით, პორცესი რომელსაც მმართველი პარტია პრეზიდენტის მისამართით აწარმოებს, ბოლომდე ვერ განხორციელდება.